დასრულდა თბილისის პირველობა ჭადრაკში 7 წლამდე მოჭადრაკეთას შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ჩემპიონატში, რომელიც შვიდ ტურად ჩატარდა 31 მოჭადრაკე (8 გოგო, 23 ბიჭი) მონაწილეობდა.
გოგონებში შვიდიდან შვიდი ქულით პირველი ადგილი ანასტასია ზარქუამ დაიკავა. მეორე ადგილზე მარიამ ლომსაძე გავიდა, რომელმაც 6.0 ქულა დააგროვა. 4.0-4.0ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ანა კვირიაშვილმა და ანასტასია რიჟამაძემ გაიყვეს. უკეთესი მაჩვენებლით მესამე ადგილი კვირიაშვილს ერგო.
ბიჭებს შორის პირველ ადგილზე გასულმა დავით თვალოქროშვილმა ყველა შეხვედრა მოიგო. 5,5 ქულით მეორე ადგილი ანდრია ფირცხალავამ დაიკავა. მესამე ადგილზე ლევან გეგიაშვილი გავიდა, რომლის ანგარიშზეც 5.0 ქულაა.