ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა შოტლანდიასთან და საფრანგეთთან გასამართი მატჩებისთვის 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გაფართოებულ სიაში ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "სამი ლომის" კაპიტანი უეინ რუნი. საუთგეიტის განცხადებით, ფეხბურთელი სათანადო ფორმაში არ იმყოფება.
ინგლისი შოტლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 10 ივნისს გამართავს, ხოლო სამ დღეში საფრანგეთს ამხანაგურ შეხვერაში დაუპირისპირდება.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუთგეიტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი ("საუთჰემპტონი"), ჯო ჰარტი ("ტორინო", იტალია), ტომ ჰიტონი ("ბარნლი"), ჯეკ ბატლენდი ("სტოკი").
მცველები: გარი კეჰილი ("ჩელსი"), ნატანიელ კლაინი ("ლივერპული"), აარონ კრისველი ("ვესტ ჰემი"), ბენ გიბსონი ("მიდლსბრო"), ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯონ სტოუნსი ("მანჩესტერ სიტი"), კირან ტრიპლერი, კაილ უოლკერი (ორივე "ტოტენჰემი"), რაიან ბერტრანდი ("საუთჰემპტონი").
ნახევარმცველები: დელი ალი, ერიკ დიერი (ორივე "ტოტენჰემი"), ადამ ლალანა ("ლივერპული"), ჯესი ლინგარდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიკ ლივერმორი ("ვესტ ბრომვიჩი"), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ("არსენალი"), რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი").
თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო ("სანდერლენდი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯეიმი ვარდი ("ლესტერი").