ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მარჯვენა ფეხზე კუნთის პრობლემების გამო 15 დღე დაისვენებს. როგორც ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო.
"ბარსელონას" ესპანეთის თასის ფინალი 27 მაისს ელის, თუმცა ამ შეხვედრას სუარესი დისკვალიფიკაციის გამო მაინც გამოტოვებდა.
2016/17 წლების სეზონში სამხრეთამერიკელმა 51 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.