ხორვატიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მარიო მანჯუკიჩმა ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მანჯუკიჩი "ბებერი ქალბატონის" წევრი 2015 წლის ივლისში გახდა. 2016/17 წლების სეზონში მარიომ 48 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ბეშიქთაში" იჩენდა, თუმცა "იუვენტუსმა" შემტევის შენარჩუნება გადაწყვიტა.