"პალმეირასის" ნახევარმცველი ზე რობერტო ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, ვისაც ლიბერტადორესის თასზე გოლი გაუტანია. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 42 წლის და 322 დღის ასაკში, "ატლეტიკო ტუკუმანთან" მოგებულ მატჩში (3:1) დამატებულ დროში გაიტანა გოლი.
წინა რეკორდი ურუგვაელ ოსკარ მატიას აგირეგარაის ეკუთვნოდა, რომელმაც გოლი 2001 წელს "პენიაროლს" 41 წლის და 189 დღის ასაკში გაუტანა.
ზე რობერტომ გულშემატკივრებს თავი ევროპაში თამაშის პერიოდში დაამახსოვრა. ბრაზილიელი მადრიდის "რეალში", მიუნხენის "ბაიერნში", "ლევერკუზენსა" და "ჰამბურგში" გამოდიოდა.