ფეხბურთი

15:10 | 25.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვეკვესკირმა “ტობოლთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ნიკა კვეკვესკირის აზერბაიჯანული “გაბალადან” კუსტანაის “ტობოლში” გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი რომ იყო, worldsport.ge-მ რამდენიმე დღის წინ შეგატყობინათ, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახეთის კლუბთან წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ტობოლი” ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 ტურის შემდეგ 24 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა.

კვეკვესკირი “გაბალაში” გასული წლიდან ასპარეზობდა, მანამდე კი ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში” და ბაქოს “ინტერში” უთამაშია.

0.128837