ფეხბურთი

21:20 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერთა ამბები  

რუმინეთის ჩემპიონატში აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" შინ 3:0 მოუგო "კონკორდიას" და ცხრილის შუაშია, ვერც ევროტურნირებზე გადის და არც ვარდება. ხუბუტიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა. მას მაისამდე ვერ ათამაშებდნენ, რადგან "გაზ მეთანს" დავალიანების გამო აკრძალული ჰქონდა ახალწვეულთა დარეგისტრირება.

ყაზახეთში თასის ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" სტუმრად 0:0 დაასრულა "ორდაბასისთან", რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე ითამაშა გოგიტა გოგუამ, ხოლო ოთარ მარცვალაძეს ტრავმა ჰქონდა და მინდორზე არ გამოჩენილა.

მეორე წყვილს რაც შეეხება, "ატირაუმ" სტუმრად 0:1 წააგო ყარაგანდის "შახტიორთან". "ატირაუს" სასტარტოში იყვნენ უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი. პირველმა 90 წუთი ითამაშა, მეორე კი ბოლოს შეცვალეს.

ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" გასვლაზე 3:1 აჯობა "პაიდეს" და მეორე ადგილზეა, თუმცა მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება "ლევადიას".

0.141458