ფეხბურთი

13:05 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ფინალის წინ ბედნიერები არ ვართ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უმსამძიმრებს. როგორც პორტუგალიელმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, ისინი ახლა მხოლოდ გარდაცვლილებზე ფიქრობენ.

„ჩვენ ვწუხვართ მოხდარის გამო - ვფიქრობთ გარდაცვლილებზე და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო, რომელიც უნდა შევასრულოთ. სამწუხაროა, რომ შვედეთში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის სათამაშოდ ბედნიერები არ მივფრინავთ“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, დღეს, „მანჩესტერი“ ამსტერდამის „აიაქსს“ ევროპა ლიგის ფინალში დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ თამაშის წინ დაგეგმილი პრესკონფერენცია მოხდარი ტრაგედიის გამო არ ჩატარებულა.

0.123504