ფეხბურთი

22:40 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარ პიკე: “იუვე” ლიგას, ბუფონი კი ოქროს ბურთს იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსს” ქომაგობს. გამოცდილი მცველის განცხადებით, იტალიურ გუნდს შეუძლია “რეალის” დამარცხება.

გარდა ამისა, პიკე აღნიშნავს, რომ გაუხარდება თუ წლის ბოლოს ოქროს ბურთს ჯანლუიჯი ბუფონი მოიგებს:

“მიმდინარე წელს ლიონელ მესი მოიგებს ოქროს ბუცს, როგორც საუკეთესო ბომბარდიირ და შანსი აქვს, ოქროს ბურთიც მოიგოს, მაგრამ თუ ტიტულებს გადავხედავთ, ამას ჯანლუიჯი ბუფონი უფრო იმსახურებს. მან მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი. ასევე შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების. ბუფონი ნამდვილად იმსახურებს, რომ ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი მოიგოს თავისი კარიერის გამო. კარგი იქნება თუ იგი გახდება პირველი მეკარე ლევ იაშინის შემდეგ, ვინც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიღებს.

ფინალი? – ეს იქნება ძალიან მჭიდრო თამაში ორი დიდი გუნდის შესრულებით. “იუვენტუსმა” ბოლო წლებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა და ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორიც ბუფონია. ასევე, დანი ალვეში – მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა “იუვემ” მოიგოს.

“რეალის” დამარცხება შესაძლებელია თუ მას ბურთის კონტროლის საშუალებას არ მისცემ და და შეაჩერებ მის კონტრშეტევებს”, - თქვა პიკემ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი “იუვენტუსისსა” და “რეალს” შორის 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.101632