ფეხბურთი

23:18 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ედუარდოს გაუხანგრძლივა

ინგლისის ჩემპიონმა ლონდონის “ჩელსიმ” მესამე მეკარე ედუარდოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც “არისტოკრატების” ვებგვერდი იტყობინება, 34 წლის კიპერმა და კლუბმა თანამშრომლობა 2018 წლის 30 ივნისამდე განაახლეს.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი 1 წლით გავახანგრძლივე. მე ვიგრძენი, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ და იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ბევრ ტიტულს მოვიგებთ”, - თქვა პორტუგალიელმა.

ედუარდო, რომელიც ერთ დროს პორტუგალიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყო, “ჩელსის” გასულ ზაფხულს ზაგრების “დინამოდან” შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ მას ლონდონური გუნდის რიგებში ჯერ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.

0.121