საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლიონის მიმდინარე ტურნირის 1/8-ფინალში გამოცდილი იტალიელი ჩოგბურთელი ანდრეა სეპი 6:4, 6:4 დაამარცხა. ნიკას შეხვედრის მოსაგებად საათი და 18 წუთი დასჭირა.
1/4-ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ნიკ კირგიოსსა და ნიკოლას კიკერს შორის გამარჯვებული იქნება.
ნიკამ მეოთხედფინალში გასვლით უკვე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.