ფეხბურთი

13:22 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი შესაძლოა, პელეგრინომ შეცვალოს

სევილიას” ახალი მთავარი მწვრთნელი შესაძლოა, არგენტინელი სპეციალისტი მაურისიო პელეგრინო გახდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც იცით, გადაწყვეტილია, რომ ანდალუსიელთა ამჟამინდელი თავკაცი ხორხე სამპაოლი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დატოვებს კლუბს და არგენტინის ნაკრების მესაჭე გახდება.

“დალაქების” ხელმძღვანელობა სამპაოლის შემცვლელს აქტიურად ეძებს და უმთავრეს კანდიდატურად მაურისიო პელეგრინო გამოიკვეთა, რომელსაც მიმდინარე სეზონში “ალავესში” ძალიან კარგი შედეგები აქვს (ლა ლიგაში მე-9 ადგილზე გავიდნენ და ესპანეთის თასის ფინალი სათამაშო აქვთ). 45 წლის არგენტინელს ბასკურ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და დიდი შანსია, რომ უკეთესი წინადადების შემთხვევაში “ალავესი” დატოვოს.

პელეგრინოს გარდა, სევილიელები კიდევ ერთი არგენტინელის კანდიდატურას განიხილავენ. საუბარია, “სელტას“ მთავარ მწვრთნელ ედუარდო ბერიცოზე.

0.118337