სუპერლიგის მონაწილე "სოხუმს", 26 ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილ ორ შეხვედრაში ("მგზავრებთან" და "ოლიმპთან") მთავარი მწვრთნელის, ვიტალი ჩერნის (უკრაინა) თანაშემწე ვაჟა კვარაცხელია უხელმძღვანელებს.
ვიტალი ჩერნი გუნდში რჩება და ,,სოხუმს’’ 2017-2018 წლების სეზონშიც უხელმძღვანელებს. ამჯერად იგი სამშობლოში დროებით, ოჯახური მდგომარეობის გამო გაემგზავრა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ინფორმაცია ,,სოხუმის’’ პრესსამსახურმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, ,,სოხუმმა’’ სუპერლიგაში ადგილი პლეი აუტის პირველი წრის დასრულების შემდეგ შეინარჩუნა და აღნიშნულიდან გამომდინარე, დარჩენილმა შეხვედრებმა ზღვისპირელთათვის ფორმალური სახე მიიღო.