ფეხბურთი

21:54 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას "მაკრატელა" გოლი კვიპროსზე (VIDEO)

მიმდინარე სეზონი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა ნიკა კაჭარავამ - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში გოლი გაიტანა და თან როგორი? - ულამაზესი, „მაკრატელა“ დარტყმით.

„ეთნიკოსი“ „ერმისთან“ სტუმრად 0:2 აგებდა, მაგრამ 35-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. მართალია, მალევე „ერმისმა“ ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბროლეს და საბოლოოდ დრამატულ ბრძოლაში იმარჯვეს - 4:3.

რაც შეეხება კაჭარავას - ნიკამ სეზონი ასეთი შედეგით დაასრულა: 26 გოლი და 16 გოლი კვიპროსის ჩემპიონატში. აქამდე იწერებოდა, რომ კაჭარავას მიმართ ინტერესს ნიქოზიის „აპოელი“ იჩენდა და ვნახოთ, მალე სატრანსფერო ფანჯარაც ოფიციალურად გაიხსნება. ფაქტია, უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს, ვიდრე „ეთნიკოსია“...

0.137562