ფეხბურთი

21:26 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები: კანკავა, ხუბუტია, ზარანდია

ჯაბა კანკავამ საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში 90 წუთი ითამაშა. "რეიმსმა" შინ 1:2 წააგო "ამიენთან" და მეშვიდე ადგილზე დაასრულა სეზონი. მეორე წრე აშკარად ჩააგდო გუნდმა. ჯაბამ ამ შეხვედრაში გაფრთხილებაც მიიღო.

დიდი ალბათობით, კანკავა ზაფხულში დატოვებს "რეიმსს", მაგრამ აქ ერთი პრობლემაა. რეიმსელებმა ორი წლის წინ საკმაო თანხა გადაიხადეს ქართველ ფეხბურთელში და იაფად გაყიდვა არ სურთ.

აკაკი ხუბუტიაზე დავწეროთ. მან ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა "გაზ მეთანში". წინა ტურში "ვოლუნტართან" 4:1 მოიგეს, ამჯერად "იასისთან" 0:1 წააგეს. აკაკიმ ორივეჯერ სრულად ითამაშა. მანამდე კი მინდორზე არ გამოჩენილა და თუ რატომ, ამაზე ადრე გვეწერა და შეგახსენებთ: "გაზ მეთანს" დავალიანება ჰქონდა და ახალწვეულებს ვერ არეგისტრირებდა.

ხუბუტია ადრეც თამაშობდა "გაზ მეთანში" და საკმაოდ წარმატებულადაც. ამჟამად მისი გუნდი ცხრილის შუაშია, ვერც ევროტურნირებზე გავა და არც გავარდნა ემუქრება.

რთულად აქვს საქმე ლუკა ზარანდიას "არკას". ამჯერად, სტუმრად 1:4 წააგო "შლიონსკთან" და ბოლოსწინა ადგილზეა, ლიგიდან კი ორი გუნდი ვარდება. წინ მხოლოდ ორი ტურია. ზარანდიამ "შლიონსკთან" შეცვლაზე, 74-ე წუთიდან ითამაშა.

როგორც იცით, "არკამ" პოლონეთის თასი მოიგო, ფინალში "ლეხთან" ლუკამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110469