ფეხბურთი

18:11 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო", შესაძლოა, ფროლოვმა გაწვრთნას

ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნოს. ის ოდესის "ჩერნომორეცის" აკადემიის დირექტორი გახლდათ და კიდევ, საქართველოს ჩემპიონატი მისთვის უცხო არაა: 2014 წელს ქობულეთის "შუქურას" წვრთნიდა.

ბათუმის "დინამოს" კარგი პერიოდი არ უდგას. გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლოდან მესამე ადგილზეა: 4 მოგება და 8 მარცხი აქვს. როგორც იცით, ლევან ხომერიკმა რამდენიმე დღის წინ დატოვა მთავარი მწვრთნელის პოსტი.

ფროლოვის საკითხი ორშაბათს გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.062577