სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

11:25 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე ითამაშებს

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გეგმები შეცვალა და ლიონის ტურნირზე იასპარეზებს. 6 მაისს ბასილაშვილის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზს ფეხის ტრავმა აწუხებდა და სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ღია ტურნირზე ითამაშებდა.

ლიონის ტურნირზე მსოფლიოს რეიტინგში 70-ე პოზიციაზე მყოფი ჩოგბურთელი პირველ წრეში ბორნა ჩილიჩს დაუპირისპირდება. ხორვატი ამჟამად 41-ე ჩოგანია და აქამდე აღნიშნული მოთამაშეები ერთმანეთის პირისპირ პირველად წარსდგებიან. შეხვედრა 21 მაისს, თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

ლიონის ღია ტურნირის 250-ქულიანი გახლავთ და პირველ ნომრად მილოშ რაონიჩია განთესილი. მეორე ნომერი ჟო-ვილფრიდ ცონგაა. ჩორიჩსა და ბასილაშვილის წყვილში საუკეთესო მერვედფინალში ანდრეას სეპისა და დამირ ჯუმურს შორის გამარჯვებული შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114264