საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ მატჩში "გრან კანარია" 71:59 დაამარცხა.
მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში შენგელიამ მოედანზე 22 წუთამდე გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ქართველმა 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 3 სამქულიანიდან მიზანში მხოლოდ ერთი წაუვიდა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით შენგელია (18) თანაგუნდელთაგან მხოლოდ ადამ ჰანგას (26) ჩამორჩა.
მომდევნო მატჩი "ბასკონიას" სტუმრად 26 მაისს ელის.