ჭადრაკი

1:00 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელსაც მოსკოვი(რუსეთი) მასპინძლობს.

ასპარეზობა იმდენად დაძაბულად მიმდინარეობს, რომ ერთბაშად ცხრა მოჭადრაკეს აქვს პირველ ადგილზე გასვლის შანსი. ტურნირის მიწურულს მოჭადრაკეები ისე ფრთხილონენ, რომ ბოლოსწინა, მერვე ტურში მხოლოდ პენტალა ჰარიკრიშნამ(ინდოეთი) შეძლო რუსი იან ნეპომნიაშჩის დამარცხება დანარჩენი პარტიები კი ყაიმით დასრულდა.

ზედიზედ მეოთხე ტურია პირველ-მეორე ადგილებს დინგ ლირენი(ჩინეთი) და შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი) ინაწილებენ.

ლიდერებს, რომლებსაც 5.0-5.0 ქულა აქვთ ნახევარ-ნახევარი ქულით შვიდი მოჭადრაკე ჩამორჩება, რომლებიც მესამე- მეცხრე ადგილებს ინაწილებენ.

ბოლო, მეცხრე ტურში მამედიაროვი ეთამაშება მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს(საფრანგეთი), ხოლო დინგ ლირენის მეტოქე ბორის გელფანდი(ისრაელი) იქნება.

0.117228