ჭადრაკი

20:33 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბაზალეთში ნაკრებს დელჩევი მოამზადებს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები, მსოფლიოს 2017 წლის გუნდური ჩემპიონატისათვის მზადების მიზნით, მეორე შეკრებას 22-დან 30 მაისის ჩათვლით დუშეთის რაიონის სოფელ ბაზალეთის კურორტზე გაივლის. ამის შესახებ worldsport.ge-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ განუცხადა.

,,იმის გამო, რომ 29 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ვაჟთა შორის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვმონაწილეობ, ამ შეკრებაზე გუნდს ჩემი ასისტენტი, ბულგარელი საერთაშორისო დიდოსტატი ალექსანდრ დელჩევი მოამზადებს. თუ არ ჩავთვლით ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს, რომელიც ინდივიდუალურად ემზადება პირადი მწვრთნელის, ხვიჩა სუპატაშვილის ხელმძღვანელობით, ამ შეკრებაზე ნაკრების ყველა წევრი (ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია) იქნება.’’ - გვითხრა ჯოჯუამ.

შეგახსენებთ, ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს.

0.138306