სლოვაკეთის ჩემპიონატში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ლამაზი გოლი გაიტანა გიორგი ბერიძემ. "ტრენჩინის" ქართველმა გარემარბმა ბრატისლავის "სლოვანთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
32-ე წუთი იყო, ბერიძემ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, შევიდა საჯარიმოში და შორეულ ცხრიანში ძლიერი დარტყმით გაიტანა. ამ გოლით ტრენჩინელები 2:1 დაწინაურდნენ.
როგორც იცით, გიორგი ბერიძე ბელგიური "გენტიდან" სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული "ტრენჩინში".
ესტონეთის ჩემპიონატში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" ლიდერობს. ქართველის გუნდმა 3:0 აჯობა "ინფონეტს", პირველი გოლი კი სწორედ ბეგლარიშვილმა შეაგდო. ეს მისი მე-5 გოლია სეზონში - 11 მატჩში.
ცნობისთვის, ზაქარია "ფლორას" ერთადერთი ლეგიონერია.