მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” “ტოტენჰემმა” ერიკ დაიერის მიყიდვაზე უარი განუცხადა, “წითელმა ეშმაკებმა” ახალი შესაძლო ტრანსფერის მოძიება დაიწყეს.
ბრიტანული პრესა ციტირებს,რომ “მანჩესტერი” და პირადად ჟოზე მოურინიუ სერბი ფეხბურთელით,ნემანია მატიჩით დაინტერესდა, რომელიც ლონდონის “ჩელსის” ღირსებას იცავს.
“მანჩესტერი” იმედოვნებს, რომ “არისტოკრატები” მატიჩს 40 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმობენ.
მიმდინარე სეზონში 28 წლის სერბმა ყველა ჩემპიონატის ჩათვლით 39 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.