ფეხბურთი

15:30 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: “დროა, პოგბა დაბრუნდეს”

პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნდა. ფრანგი ნახევარმცველის მამა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, რის გამოც პოლს ორი მატჩი გაუცდა- “ტოტენჰემისა” (1:2) და “საუთჰემპტონის” (0:0) წინააღმდეგ.

“ახლა დროა, პოგბა გუნდს დაუბრუნდეს, ვინაიდან ფინალამდე მომზადებაა საჭირო. ის ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნებაა და გაუმკლავდება ამ დიდ ტრაგედიას. პოლმა იცის, რომ “კრისტალ პალასთან” დაპირისპირება მისთვის კარგი იქნება, რადგან უკვე დიდი დრო გაუცდა და ფინალამდე მომზადება და სათამაშო დროა საჭირო”, - თქვა ჟოზე მოურინიუმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი ოთხშაბათს, 24 მაისს გაიმართება - “წითელ ეშმაკებს” “აიაქსი” დაუპირისპირდება.

0.121579