ფეხბურთი

10:00 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია ნეიმარის, დანი ალვეშისა და მარსელოს გარეშე

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ივნისში გასამართი მატჩებისთვის გუნდში 24 ფეხბურთელს უხმო. აღსანიშნავია, რომ „პენტაკამპეონელთა“ შემადგენლობა საკმაოდ გადახალისებულია.

მაგალითად, ამჯერად ნაკრებში ვერ მოხვდნენ ნეიმარი, დანი ალვეში და მარსელო. სამაგიეროდ, ბევრია ისეთი სახე, რომელსაც ტიტესთვის დასამტკიცებელი აქვთ, რომ ბრაზილიის ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

სხვა მხრივ კი, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა შემდეგნაირია:

მეკარეები: დიეგო ალვესი („ვალენსია“, ესპანეთი), ვევერტონი („ატლეტიკო პარანაენსე“), ედერსონი („ბენფიკა“, პორტუგალია);

მცველები: დავიდ ლუისი („ჩელსი“, ინგლისი), ჟილი („შანდონგი“, ჩინეთი), ჟემერსონი („მონაკო“, საფრანგეთი), როდრიგო კაიო („სან პაულუ“), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), ალექს სანდრო („იუვენტუსი“, იტალია), ფაგნერი („კორინთიანსი“), ფილიპე ლუისი („ატლეტიკო“, ესპანეთი), რაფინია („ბაიერნი“, გერმანია);

ნახევარმცველები: ფერნანდინიო („სიტი“, ინგლისი), ჟულიანო („ზენიტი“, რუსეთი), ლუკას ლიმა („სანტოსი“), პაულინიო („გუანჯოუ“, ჩინეთი), ფილიპე კოუტინიო („ლივერპული“, ინგლისი), რენატო აუგუსტო („ბეიჯინგი“, ჩინეთი), როდრიგინიო („კორინთიანსი“), ვილიანი („ჩელსი“, ინგლისი);

თავდამსხმელები: დიეგო სოუზა („სპორტი რესიფე“), დუგლას კოსტა („ბაიერნი“, გერმანია), გაბრიელ ჟესუსი („სიტი“, ინგლისი), ტაისონი („შახტარი“, უკრაინა)

ბრაზილიის ნაკრები 9 და 13 ივნისს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ჯერ არგენტინას დაუპირისპირდება, შემდეგ ავსტრალიას. ორივე თამაში მელბურნში ჩატარდება.

0.121715