ფეხბურთი

17:30 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერის” ღონისძიებას ვერ დაესწრო

“მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველწლიურად მართავს ღონისძიებას, რომლის მიზანი რამდენიმე კატეგორიაში საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენაა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აქსელ ტუანზებე დასახელდა. საუკეთესო გოლის ავტორი ჰენრიხ მხითარიანი გახდა. “მანჩესტერის” ფეხბურთელთა გამოკითხვით, საუკეთესო მოთამაშედ ანტონიო ვალენსია გახდა, ხოლო მთავარი ჯილდო, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ანდრეს ერერას გადაეცა.

ამ ცერემონიას ესწრებოდა “წითელი ეშმაკების” ყველა ფეხბურთელი, გარდა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა, რომელიც გუნდის ბომბარდირად დასახელდა. შვედი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა ოპერაციის გასაკეთებლად.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა მუხლის ტრავმა მიიღო და 8-9 თვე იუქმებს.

0.114805