დღეიდან კვირის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი სამბოში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს. სამი დღის განმავლობაში ევროკონკურენციაში 29 ქვეყნის 300-ზე მეტი სამბისტი ჩაებმება.
საქართველოს სახელით ლეიბზე 14 სპორტსმენი გავა. ვაჟთა გუნდი სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ქალებში კი 5 ქართველი იჭიდავებს.
დღეს მედლების 6 კომპლექტი გათამაშდება. ქართული დროშის ქვეშ ევროსამეულში მოსახვედრად იბრძოლებენ: ლევან ბერბერაშვილი (52 კგ), მინდია ლილუაშვილი (68 კგ), პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და ნინო ოძელაშვილი (72 კგ).
ხვალ იჭიდავებენ: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და მარი მახარაშვილი (52 კგ). ზეგ - ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ), სალომე აბაშიძე (56 კგ), თეა სუხიტაშვილი (68 კგ), ნიკო კუცია (82 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ).
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
მინსკი
19-21 მაისი
საქართველოს ნაკრები
ვაჟები
52 კგ - ლევან ბერბერაშვილი
57 კგ - ვახტანგ ჩიდრაშვილი
62 კგ - ზვიად ოდოშაშვილი
68 კგ - მინდია ლილუაშვილი
74 კგ - ლევან ნახუცრიშვილი
82 კგ - ნიკო კუცია
90 კგ - პაატა ღვინიაშვილი
100 კგ - დავით ლორიაშვილი
+100 კგ - ბექა ბერძენიშვილი
ქალები
52 კგ - მარი მახარაშვილი
56 კგ - სალომე აბაშიძე
68 კგ - თეა სუხიტაშვილი
72 კგ - ნინო ოძელაშვილი
+80 კგ - ელენე ქებაძე