ჭადრაკი

22:39 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ინდივიდუალურად ემზადება

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ერთეულთა შორის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის ინდივიდუალურად, პირადი მწვრთნელის, ხვიჩა სუბატაშვილის დახმარებით ემზადება. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფიკო ნიკოლაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში ძაგნიძესთან ერთად ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია თამაშობენ. ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს, 16-28 ივნისს ქალაქი ხანტი მანსიისკი (რუსეთი) უმასპინძლებს.

0.107434