ფეხბურთი

21:32 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დეშამმა ბენზემა კვლავ არ გამოიძახა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ივნისში გასამართი მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა. "მამლების" დამრიგებელმა გაფართოებულ სიაში მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა კვლავ არ შეიყვანა.

საფრანგეთი 2 და 13 ივნისს ამხანაგურ შეხვედრებს პარაგვაის და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან გამართავს. 9 ივნისს კი დეშამის გუნდი შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დეშამის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ალფონს არეოლა (პსჟ), ბენუა კოსტილი ("რენი"), უგო ლორისი ("ტოტენჰემი").

მცველები: ლუკა დინი ("ბარსელონა"), კრისტოფ ჟალე ("ლიონი"), პრესნენ კიმპემბე (პსჟ), ლორან კოშელნი (ლონდონის "არსენალი"), ბენჟამინ მენდი ("მონაკო"), სამუელ უმტიტი ("ბარსელონა"), რაფაელ ვერანი ("რეალი"), კურტ ზუმა ("ჩელსი"), ჯიბრილ სიდიბე ("მონაკო").

ნახევარმცველები: პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნგოლო კანტე ("ჩელსი"), ბლეზ მატუიდი (პსჟ), ადრიენ რაბიო (პსჟ), ფლორიან ტოვენი ("მარსელი"), მუსა სისოკო ("ტოტენჰემი"), კორანტინ ტოლისო ("ლიონი"), დიმიტრი პაიეტი ("მარსელი"), ტომა ლემარი ("მონაკო").

თავდამსხმელები: უსმან დემბელე ("დორტმუნდი"), ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი"), ოლივიე ჟირუ ("არსენალი"), კილიან მბაპე ("მონაკო"), ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო").

0.118984