ფეხბურთი

20:52 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კურტუას "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ტიბო კურტუამ შესაძლოა ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ფეხბურთელს თავად სურს ინგლისში დიდი ხნით დარჩენა და კლუბმა მასთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

კურტუას "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელი ამჟამად კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგს იღებს და გასამრჯელოს მომატებას 50 ათასით ითხოვს.

მეკარისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" იჩენს, თუმცა წყაროს თქმით ტიბო ესპანეთში გადაბარგება ვერ მოხერხდება და "სამეფო კლუბი" დიდი ალბათობით დავიდ დე ხეაზე გადაერთვება.

0.116861