კალათბურთი

20:10 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი - ესპანეთის ჩემპიონატის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშე (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ანდორა მორაბანკის" ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მაისის თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. გიორგიმ თვის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ მოიპოვა. მაისში ქართველმა სამი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 15 ქულას და 11 მოხსნას აგროვებდა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი შერმადინს 25 ჰქონდა.

გიორგი ცოტა ხნის წინ ესპანეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურშიც შეიყვანეს, 32-ე ტურში კი საუკეთესოდ აღიარეს. სულ მიმდინარე სეზონში ტურის და თვის საუკეთესო კალათბურთელად შერმადინი 3-3-ჯერ დაასახელეს.

0.118231