ჩოგბურთი

12:10 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კერბერი გაანადგურეს

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი გერმანელი ანგელიკა კერბერი რომის მასტერსის 1/16-ფინალში მოულოდნელად მსოფლიოს 68-ე ნომერთან ანეტ კონტავეიტთან 4:6, 0:6 დამარცხდა. შეხვედრა 57 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში კერბერი ბრეიკით 4:3-ს იგებდა, თუმცა ესტონელმა ზედიზედ სამი და მეორე სეტში ექვსი გეიმი მოიგო. კერბერს ბოლო წლებია ასეთი მძიმე მარცხი არ განუცდია, კონტავეიტმა კი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი კარიერაში პირველად დაამარცხა.

0.122815