ჭადრაკი

23:03 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჯოჯუას ბულგარელი მწვრთნელი დაეხმარება

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას თანაშემწედ ბულგარელი სპეციალიტი, საერთაშორისო დიდოსტატი ალექსანდრ დელჩევი დაინიშნა. ამის შესახებ woldsport.ge-ს დავით ჯოჯუამ განუცხადა.

,,დელჩევი ნაკრების მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატისათვის მომზადებაში დაგვეხმარება, რომელსაც მიმდინარე წლის 16-28 ივნისს ქალაქი ხანტი მანსიისკი (რუსეთი) უმასპინძლებს’’- გვითხრა ჯოჯუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.

0.137542