ჩოგბურთი

20:50 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერერის მე-700 გამარჯვება

35 წლის დავიდ ფერერმა რომის მასტერსის 1/32-ფინალში ფელისიანო ლოპესი 4:6, 6:3, 6:1 დაამარცხა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-700 შეხვედრა მოიგო.

ფერერი ჩოგბურთის ისტორიაში მეცამეტე მოთამაშეა, რომელმაც ერთეულთა თანრიგში 700 შეხვედრის მოგება მოახერხა.

  1. ჯიმი კონორსი - 1256 მოგება
  2. როჯერ ფედერერი – 1099
  3. ივან ლენდლი – 1068
  4. გილერმო ვილასი – 929
  5. ჯონ მაკინროი – 877
  6. ანდრე აგასი – 870
  7. რაფაელ ნადალი – 840
  8. სტეფან ედბერგი – 801
  9. ილია ნასტასე – 780
  10. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 768
  11. პიტ სამპრასი – 762
  12. ბორის ბეკერი – 713
  13. დავიდ ფერერი – 700

0.117466