„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა პრემიერლიგის ეგიდით კლუბის პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ეხება საგოლე პასების რაოდენობას ერთი სეზონის მიხედვით. დე ბრუინმა „“ვესტ ბრომვიჩთან“ ასისტენტობა გაბრიელ ჟესუსს გაუწია და ეს მისთვის მე-16-ე საგოლე პასი იყო - ეს კი, „სიტის“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ძველი რეკორდი ესპანელ დავიდ სილვას ეკუთვნოდა, რომელმაც 2011-2012 წლების სეზონში თანაგუნდელებს 15 საგოლე გადაცემა გაუკეთა.
საერთოდ კი, პრემიერლიგის რეკორდი ტიერი ანრის მფლობელობაშია - ლეგენდარულმა ფრანგმა 2002-2003 წლების სეზონში 20 საგოლე პასი მიითვალა.