ჩოგბურთი

22:08 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონაკომ კარიერა დაასრულა

33 წლის არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მონაკომ კარიერა დაასრულა.

მონაკომ 15-წლიან კარიერაში ერთეულთა თანრიგში ცხრა ტურნირი მოიგო, ხოლო წყვილთა თანრიგში - 3. ხუანმა 2016 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად "დევისის თასი" დაისაკუთრა. არგენტინელმა რეიტინგში საუკეთესო მე-10 ადგილი 2012 წელს დააფიქსირა. ჩოგბურთელმა კარიერაში 8 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მონაკო 2008 წელს ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, რაც დიდი სლემის ტურნირებზე მისი საუკეთესო შედეგია.

0.120132