ფეხბურთი

19:44 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მოლდოვასთან ფავორიტად მიიჩნევენ

11 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევის მატჩს ჩაატარებს - სტუმრად მოლდოვასთან. მსოფლიოში ცნობილმა ტოტალიზატორებმა კოეფიციენტები გამოაქვეყნეს და საქართველოს მცირე ფავორიტად მიიჩნევენ.

თითქმის ყველა ტოტალიზატორში საქართველოს მოგებაზე ფსონი 2,4-დან 2,55-მდე მერყეობს. აი, მაგალითად, bwin -ის კოეფიციენტები: 2,7 - 3,2 - 2,55.

შეგახსენებთ, საქართველოს ჯგუფში 2 ქულა აქვს, მოლდოვას კი - ერთი. თბილისში ამ გუნდების დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

მოლდოვაში დღეს დაიწყო მატჩის ბილეთების გაყიდვა. შეხვედრა კიშინიოვის "ზიმბრუზე" გაიმართება. ეს სტადიონი 10 400 მაყურებელს იტევს.

0.117512