ფეხბურთი

18:24 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტოტიმ შესაძლოა “მაიამიში” გააგრძელოს

ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი “რომას” მაისურს უკანასკნელად “ჯენოასთან” დაპირისპირებისას მოირგებს, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან, შესაძლოა კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

40 წლის თავდამსხმელით “მაიამია” დაინტერესებული, რომელიც “მილანის” ლეგენდარული მცველის პაოლო მალდინის საკუთრებაა, მწვრთნელი კი ტოტის კიდევ ერთი ყოფილი პარტნიორი ალესანდრო ნესტა გახლავთ.

ფრანჩესკო ტოტის ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება.

მიმდინარე სეზონში ტოტიმ 16 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.126026