ფეხბურთი

13:40 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას დილემა: ორი "რედ ბული"

ლაიპციგის „რედ ბული“ და ზალცბურგის „რედ ბული“ - ორივე გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა, მაგრამ რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ერთ-ერთი თუ არა ორივე, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში შესაძლოა ვერ ვიხილოთ.

მიზეზი? - საქმე ისაა, რომ უეფა ოფიციალურად კრძალავს თავის საკლუბო ტურნირებში ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფი ორი ან მეტი გუნდის მონაწილეობას. შესაბამისად, უეფაში საფიქრალი მიეცათ და ჯერჯერობით უცნობია, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

ლაიპციგის „რედ ბულმა“ ბუნდესლიგაში მეორე ადგილი უკვე გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის საგზური ოფიციალურად მოიპოვა, მაგრამ ახლა სხვა დაბრკოლების წინაშე დადგა. რაც შეეხება ავსტრიის ჩემპიონს - პარადოქსია, მაგრამ ზალცბურგი პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც უკვე ზედიზედ 9 წელია თამაშობს, მაგრამ ცხრაჯერვე დამარცხდა და ევროპა ლიგით უწევს დაკმაყოფილება. ამის ფონზე, გერმანელთა მიღწევა ბევრად დასაფასებელია, რადგან ლაიპციგში ეს გუნდი სულ რაღაც 7 წლის ისტორიას ითვლის და ბუნდესლიგაშიც სადებიუტო სეზონი ჰქონდა.

პრეცედენტი - უეფა ანალოგიურ სიტუაციაში ადრეც ყოფილა: 1998 წელს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ათენის აეკ-მა და პრაღის „სპარტამ“ ირგუნეს, მაგრამ უეფაში მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს და ტურნირში თამაშის უფლება არცერთს მისცეს - ორივე გუნდი მაშინ კომპანია Eric-ს ეკუთვნოდა.

აქედანაც ჩანს, რომ ლაიპციგში და ზალცბურგში მაინც და მაინც მშვიდად ძილის საშუალება არ ექნებათ...

0.114532