გიორგი შერმადინის მორიგი, ამჯერად ყველაზე სოლიდური წარმატება. „ანდორა მორაბანკის“ ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. შერმადინმა ფორვარდების გამოკითხვაში ბოიან დუბლიევიჩის კვალზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანური ლიგის უძლიერეს ხუთეულში მოხვდა.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მწვრთნელები, მოთამაშეები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები (სოციალური ქსელების მეშვეობით). გიორგი შერმადინმა წინახაზელებში უკან მოიტოვა რეალის 2 უძლიერესო მეფარე - ენტონი რენდოლფი და გუსტავ აიონი, ასევე ბარსელონელი ანტე ტომიჩი. ქართველ ცენტრს მხოლოდ მონტენეგროელმა ბოიან დუბლიევიჩმა გადაასწრო, თუმცა წესის თანახმად, სიმბოლურ ხუთულში საუკეთესო 2 წინახაზელი, 2 საუკეთსო მსუბუქი ფორვარდი და ერთიც გამთამაშებელი შევიდნენ.
დუბლიევიჩთან და შერმადინთან ერთად ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთეული შეავსეს: სერხიო ლიულმა (გამთამაშებელი, რეალი), ევდვინ ჯექსონმა (მსროლელი, ესტუდიანტესი) და ადამ ჰანგამ (მს. ფორვარდი, ბასკონია).
ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი გუშინ დასრულდა, რომლის განმავლობაშიც გიორგი შერმადინი ყველაზე მეტჯერ - 3-ჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ამას გარდა შერმადინი ტურის უმაღლესი შედეგის (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მფლობელი კიდევ არაერთხელ გახდა, თუმცა MVP-ის ტიტული იმის გამო არ გადაეცა, რომ მისი გუნდი დამარცხდა. შერმადინი მიმდინარე სეზონში „ანდორას“ შემადგენლობაში საშუალოდ 26 წუთს თამაშობდა, რის განმავლობაშიც 15.3 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა. რაც მთავარია, მისი საერთო სარგებლიანობის ინდექსი მატჩში საშუალოდ 21.3 ერთეულს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი შედეგია.
ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მფლობელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელიც ასევე ზემოთხსენებული გამოკითხვის პრინციპით უნდა შეირჩეს.
gbf.ge