კატალონიის “ბარსელონას” 33 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ Marca-ს განუცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე აკავშირებს, თუმცა რა იქნება მომავალში ამაზე ჯერ არ დაფიქრებულა.
“მე არ ვფიქრობ ახალ კონტრაქტზე, ხელშეკრულების პირობებით 1 წელი კიდევ დამრჩა. აქ ბედნიერი ვარ და მინდა, რომ მომავალი სეზონი უფრო წარმატებული იყოს”, - თქვა ინიესტამ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა 1994 წელს დაიწყო “ალბასეტეში”, სადაც ორი წელი თამაშობდა. შემდგომ 1996-2000 წლების სეზონი “ბარსელონას” ახალგაზრდულში გაატარა, საიდანაც “ბარსელონა ბ”-ში გადაინაცვლა. რაც შეეხება მთავარ გუნდს – 2002 წლიდან თამაშობს დღემდე. მიმდინარე სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.