ფეხბურთი

14:20 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: “ჩემპიონის წოდება ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს”

“მონაკოს” ახალგაზრდა ფორვარდმა კილიან მბაპემ თქვა, რომ ჯერ ჩემპიონობას არ ზეიმობს, რადგან წინ კიდევ ორი მატჩია. 18 წლის ფრანგმა პსჟ-ს შანსებიც შეაფასა და ირონიით აღნიშნა, რომ პარიზელებს ბოლო ტურში მინიმუმ 20 გოლის გატანა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ “მონაკო” ორივე მატჩს წააგებს.

“ჩვენ თითქმის ჩემპიონები ვართ, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გვაქვს ჩემპიონის წოდება. “სენტ-ენტიენის” დამარცხების შემთხვევაში შეგვიძლია ვიზეიმოთ. “პარი სენ ჟერმენი” რომ გახდეს ჩემპიონი, ჩვენ ორივე შეხვედრა უნდა წავაგოთ, პსჟ-ს კი ბოლო ტურში მინიმუმ 20 გოლის გატანა მოუწევს”, - უთხრა მბაპემ Le Figaro-ს.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოს” 36-ე ტურში 89 ქულა აქვს. რაც შეეხება პსჟ-ს, სამი ქულით ნაკლები, თუმცა ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

0.11187