კალათბურთი

17:51 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ კლეი ტომპსონს საჩუქარი გაუკეთა

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ თანაგუნდელს, “გოლდენ სტეიტის” ერთ-ერთ ლიდერს კლეი ტომპსონს მეტად ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში ზაზამ იუტას 7 ქულა ჩაუგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა – ექვსი. ამ სეზონში პირველად მოხდა, როცა ზაზამ კლეიზე მეტი ქულა ჩააგდო, აღნიშნული ფაქტი კი “სან ფრანცისკო ქრონიკალის” მთავარ გვერდზე მოხვდა. ზაზამ გამოცემის მთავარი გვერდი ჩარჩოში ჩასვა და კლეი ტომპსონს უსახსოვრა.

0.124955