ნიქოზიის აპოელ-ი კვიპროსის ჩემპიონი ზედიზედ მეხუთედ გახდა. ტომას კრისტიანსენის გუნდმა 35-ე ტურში "ომონია" სტუმრად 3:1 დაამარცხა, ლარნაკას აეკ-ი 6 ქულით ჩამოიტოვა და ერთი ტურით ადრე პირველობა გაიფორმა.
აპოელ-ი ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 26-ედ გახდა. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით "ომონიაა" (20).