ფეხბურთი

18:30 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი “ბაიერნს” უახლოვდება

მიუნხენის “ბაიერნი” მზადაა, “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელ ნახევარმცველ მარკო ვერატიში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.Bild-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.

24 წლის ფეხბურთელიის მიმართ ტურინის “იუვენტუსი” და “ბარსელონაც” იჩენდნენ ინტერესს, თუმცა, მარკოს კარლო ანჩელოტისთან მუშაობა სურს.

შეგახსენებთ, რომ მარკო ვერატი პსჟ-ს შემადგენლობაში 2012-2013 წლების სეზონში გადავიდა იტალიური “პესკარადან”. მიმდინარე სეზონში კი იტალიელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.110926