ფეხბურთი

13:00 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" მარკიზიო დაუშავდა

ტურინის „იუვენტუსს“ ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო გამოაკლდა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, 31 წლის ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს, რის გამოც მისი თამაში „რომას“ წინააღმდეგ გამორიცხულია.

იტალიური მედიის ინფორმაციით კი, კლაუდიოს ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ შესაძლოა იტალიის თასის ფინალის შეხვედრაც გამოტოვოს, რომელიც 17 მაისს გაიმართება.

მარკიზიოს თუნდაც მცირე ხნით გამოკლება, დიდი თავსატეხია მასიმილიანო ალეგრისთვის - „იუვეს“ სამი ხედირაც დაშავებული ჰყავს, რომლის დაბრუნებასაც უახლოეს მომავალში ვარაუდობენ. გარდა ამისა, იტალიის თასის ფინალი დისკვალიფიკაციის გამო მირალემ პიანიჩი გამოტოვებს, შესაბამისად, გამოდის, რომ „იუვემ“ შეიძლება „ლაციოსთან“ სამი წამყვანი ნახევარმცველის გარეშე ითამაშოს.

0.111425