ჭადრაკი

22:50 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე კომპიუტერს ეთამაშება

ხვალ, 13 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის შენობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და BTU-ს (ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი) ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომელიც 12.00 საათზე დაიწყება. გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და BTU-ს შორის.

BTU და HP საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები გახდებიან, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს ნაკრები გუნდების საჭირო ტექნოლოგიებით მომზადებას.

პროექტის მიზანია საზოგადოებაში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მისი მასობრიობის გაზრდა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ერთდროული თამაშების სეანსები, მოყვარულთა ტურნირები, ახალი წიგნების წარდგინება და შეხვედრები ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებთან.

ქალთა შორის ევროპის 2017 წლის ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნანა ძაგნიძე კომპიუტერს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, ისინი ჭადრაკის მოყვარულების წინააღმდეგ ერთობლივი თამაშების სეანსებს ჩაატარებენ.

0.125198