„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მარუან ფელაინი ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გულშემატკივრებმა.
ბელგიელს ხმების უმეტესი რაოდენობა, 60% ერგო და შესაბამისად, პირველი ადგილი მოიპოვა. რაც შეეხება მის კონკურენტ ალექსანდრ ლაკაზეტს, მას მხარი გულშემატკივართა 40%-მა დაუჭირა.
ფელაინიმ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „სელტას“ კარში გოლის გატანა შეძლო, ხოლო რაც შეეხება ლაკაზეტს - „აიაქსთან“ დუბლით გამოირჩა.