ფეხბურთი

17:57 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ფინალს გერმანელები იმსაჯებენ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს „იუვენტუსსა“ და „რეალს“ შორის, გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის. უეფამ აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

41 წლის ბრიხი საერთაშორისო არენზე 2007 წლიდან მოყოლებული მსაჯობს და საკმაოდ კვალიფიციურ არბიტრადაც მიიჩნევა. კარდიფში მისი ასისტენტები მარკ ბორში და შტეფან ლუპი იქნებიან. რაც შეეხება კარის მსაჯებს, ისინიც გერმანიას წარადგნენ: მარკო ფრიცი და ბასტიან დანკერტი. სათადარიგო არბიტრი სერბი მილორად მაჟიჩი იქნება.

მიმდინარე სეზონში ბრიხმა „იუვენტუსის“ ერთი შეხვედრა განსაჯა, როცა ტურინელებმა მერვედფინალში „პორტუს“ აჯობეს - 2:0. „რეალის“ მატჩებში კი, ამ სეზონში არ უმსაჯია.

რაც შეეხება ევროპა ლიგის ფინალს, „აიაქსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩს სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის.

0.103285