ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა მიიჩნევს, რომ “ბებერი ქალბატონის” ვეტერანი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა.
“მიმაჩნია, რომ ბუფონი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გუნდში ისეთი ძალა გვყავს, როგორიც ჯიჯია. იმედია, კიდევ დიდხანს ითამაშებს და ჩვენც ვისიამოვნებთ, სანამ ეს მისთვის შესაძლებელი იქნება”, - უთხრა Sky Sports-ს დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონი “იუვენტუსის” კარს 2001 წლიდან იცავს. ლეგენდარულ მეკარეს აქვს შანსი, კარიერაში პირველად აღმართოს ჩემპიონთა ლიგის თასი.