ფეხბურთი

14:53 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ, შესაძლოა, “ინტერი” ჩაიბაროს

მას შემდეგ, რაც მილანის “ინტერი” სტეფანო პიოლიმ დატოვა, მის სავარაუდო შემცვლელად არაერთი მწვრთნელი დასახელებულა, თუმცა, როგორც Tuttomercatoweb წერს, ახალი სეზონიდან “ნერაძურის” თავკაცი ლუის ენრიკე იქნება.

როგორც ცნობილია ესპანელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ბარსელონას” დატოვებს.

“ინტერს” არაერთ მწვრთნელს უკავშირებდნენ. აქტიურად იწერებოდა ანტონიო კონტეზე, დიეგო სიმეონესა და ლუჩიანო სპალეტიზე.

მიმდინარე სეზონს “ინტერი” სტეფანო ვეკის ხელმძღვანელობით ჩაამთავრებს, რომელიც ადრე ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ “ინტერმა” ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო და 2 ფრედ დაასრულა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, “ნერაძური” 56 ქულით მე-7 პოზიციაზეა და 3 ქულით ჩამორჩება თანაქალაქელ “მილანს”.

0.116524